ქუთაისის „ტორპედო“ მადლიერებას გამოხატავს - „ორდაბასთან“ მატჩის ჩატარება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა #1TVSPORT
კონფერენსლიგაზე ქუთაისის „ტორპედოსა“ და ჩიმკენტის „ორდაბასის“ შეხვედრა ჩაშლის პირას იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ერთობლივი ძალებით თამაში გაიმართა – ეს „ტორპედოს“ განცხადებიდან გახდა ცნობილი.
„კონფერენსლიგაზე „ორდაბასთან“ გასამართ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მეტეოროლოგიური პირობების შედეგად ქუთაისში, „შენგელია არენაზე“ მწყობრიდან გამოვიდა როგორც განათების, ისე ხმის სისტემა და სხვადასხვა ელექტროდანადგარი.
კომპლექსური დაზიანებების ფონზე ჩვენს საშინაო არენაზე მატჩის ჩატარება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. სტადიონის ხელმძღვანელობის, ქალაქ ქუთაისის მერიის მყისიერი ჩართულობითა და ეფექტურად წარმართული საქმიანობის შედეგად „ტორპედომ“ უმასპინძლა მატჩს და შედეგად ერთად ვიზეიმეთ გამარჯვება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გვსურს „შენგელია არენას“ თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამუშაოსთვის ჩვენი მადლიერება და პატივისცემა გამოვუცხადოთ. გვჯერა, რომ ზუსტად ასეთი ერთობა, ერთგულება და პროფესიონალიზმი ერთად მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომლისკენაც ყველანი ერთად მივისწრაფით. ჩვენ ვართ „ტორპედო“, – წერია კლუბის განცხადებაში.