ქუთაისის „ტორპედო“ ლეგიონერმა დატოვა – ვარლეი ბრაზილიაში დაბრუნდა #1TVSPORT

12:50, 07.08.2026

ვარლეი და სილვამ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა და კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს.

ის ბოლო დროს ქუთაისელთა ერთ-ერთი საუკეთესო საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ვარლეი კარიერას ბრაზილიის სერია B-ს „ატლეტიკო გოიანიენსეში“ გააგრძელებს.

„წასვლა რთულია, გადაწყვეტილება ჩემი ოჯახის გამო მივიღე“, – ასე ახსნა ვარლეი და სილვამ კლუბის შეცვლის გადაწყვეტილება.

ბრაზილიელი მცველი მესამეა, რომელმაც „ტორპედო“ ზაფხულში დატოვა – ვიქტორ ბლიზნიჩენკო იჯარით „გაგრაში“ გადავიდა, ხოლო ჟორჟინიო კარიერას ფინურ „კუპსში“ გააგრძელებს.

ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის სეზონს 7 აგვისტოს განაახლებს. დირკ შუსტერის გუნდი „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ „რუსთავს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი