ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა
ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.

მიმდინარე წლის ბიუჯეტმა 54 მილიონი შეადგენა. ბიუჯეტს რეგიონული ფონდიდან რვა მილიონი დაემატება და 62 000 000 გახდება.

საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, ქალაქის ბიუჯეტი არის დაბალანსებული და გათვლილია მოსახლეობის და ქალაქის ინტერესებზე.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ევროპული საქართველოს” წევრებს. მათი თქმით, ნაჩქარევად მიღებული ბიუჯეტის დამტკიცების პასუხისმგებლობას არ აიღებენ.

საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა.