ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სკეიტ-პარკის მშენებლობა მიმდინარეობს
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სკეიტ-პარკის მშენებლობა მიმდინარეობს

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სკეიტ-პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს ქუთაისის მერია აფინანსებს.

პროექტის ღირებულება 197 ათასი ლარია. სამშენებლო ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია ე.წ მოდულები, რომელთა მონტაჟიც უკვე დაიწყო.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, დაათვალიერა სკეიტ-პარკი ქუთაისელ ახალგაზრდებს თვის ბოლოს ექნებათ.

„ხუთ წელზე მეტია ახალგაზრდები ადგილობრივი თვითმმართველობისგან სკეიტ-პარკის მოწყობას ითხოვენ. ჩვენ მათ დავპირდით, რომ ეს მოთხოვნა აუცილებლად შეუსრულდებოდათ და მათთვის ქალაქში კიდევ ერთი გასართობი სივრცე იქნებოდა. სამუშაოები მალე დასრულდება და ქუთაისს ახალი სკეიტ-პარკი ექნება“, – განუცხადა პირველ არხს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.