ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, ქუთაისის მერის არჩევნებში იოსებ ხახალეიშვილს 52.868 პროცენტი აქვს, ხოლო ხატია დეკანოიძეს 47.132 პროცენტი

23:36, 30.10.2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს 52.868 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს 47.132 პროცენტი.

ცესკო-ს მონაცემებით, ქუთაისის 124 უბნიდან დათვლილია 24 (19.355%) უბანი.

მსგავსი