ქუთაისის "მართვე" ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებული სარეკორდო მაჩვენებლით გახდა
ქუთაისის "მართვე" ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებული სარეკორდო მაჩვენებლით გახდა

ქუთაისის “მართვე” საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულია – კლუბი ბოლო ტურში “თბილისს” დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

ქუთაისელებმა წარმატებას ზედიზედ მეორედ მიაღწიეს და უნიკალური შედეგი აჩვენეს – “მართვემ” თექვსმეტიდან თექვსმეტივე შეხვედრა მოიგო, 48 ქულა დააგროვა და პირველობა დიდი უპირატესობით მოიპოვა.

ქალთა ჩემპიონატში სულ 9 გუნდი მონაწილეობდა, რომლებმაც მედლები ორ წრედ გაითამაშეს. გუნდები წარმოადგენენ როგორც დედაქალაქს (“ნორჩი დინამო”, “თბილისი”, “ივერია”), ასევე რეგიონებს – ქუთაისის “მართვეს” გარდა, გამოდიოდნენ “ლანჩხუთი”, გორის “ლედი”, ბათუმის “დინამო”, ახმეტის “ბახტრიონი” და ჩხოროწყუს “მტრედები”.

მეორე ადგილი 37 ქულით “თბილისმა” დაიკავა, ხოლო მესამე 35 ქულით – “ლანჩხუთმა”.