ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი პარლამენტის თბილისში გადატანას არ ეთანხმება

13:33, 21.09.2018

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში გადატანას არ ეთანხმება.

როგორც ჟურნალისტებს მარგველაშვილმა განუცხადა, ქუთაისი მეტ ყურადღებას იმსახურებს.

„პარლამენტის გადატანას პრინციპულად არ ვეთანხმები, მაგრამ გუნდის წევრად ვრჩები. ქუთაისი მეტ ყურადღებას იმსახურებს და იმედია, ქალაქი რაიმე ალტერნატიულ პროექტს მიიღებს. თუ პარლამენტი გადავა, მოსახლეობას ალერნატიული პროექტები სჭირდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პირველმა არხმა დღეს მოიპოვა ინფორმაცია, რომ პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი შს სამინისტროს გადაეცემა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას შსს ერთგვარი ჰაბისთვის გამოიყენებს.

მსგავსი