ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას გამოჯანმრთელებაზე საკონტროლო ტესტს სავარაუდოდ კვირას აუღებენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

პაციენტი ე.წ. ღვანკითის კლასტერიდან არის.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს უკვე 39 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში ახალი პაციენტები არ მიუღიათ.