ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხრა პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. მათგან სამს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა, ექვს პირს კი პირველადი ტესტი.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, კლინიკას ორი ინფიცირებული დაემატა და ამ დროისთვის ჯამში, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 61 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27 ბავშვია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დატოვე კომენტარი