ქუთაისის ინფექციურ კლინიკას დღეს სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას დღეს სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

აღნიშნული პაციენტები ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებიან.

კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტია მოთავსებული.

ამასთან, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ორი მოქალაქის პასუხი მიიღეს და მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.

გარდა ამისა, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში სოფელ ღვანკითიდან ორი პაციენტი გადაჰყავთ, მათ ვირუსი ე.წ. სეროლოგიური კვლევით აქვთ დადასტურებული.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის კრიტიკულად არცერთის მდგომარეობა არ ფასდება.