ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში საპრემიერო დღეებია
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში საპრემიერო დღეებია.
მეთოჯინეებმა წარმოადგინეს ჰექტორ მალოს „უსახლკაროს“ მოტივებზე შექმნილი ერთმოქმედებიანი სპექტაკლი „ცისფერი კოცონი“. დამდგმელი რეჟისორი ეკატერინე სირაძეა, მხატვარი: ვახტანგ ქორიძე, მუსიკა: ნინო ყიფშიძის და ასევე შერეული კომპოზიციები; არანჟირება ვლადიმერ მაჩიტაძის, თოჯინების ოსტატი: მიხეილ ტრუშელოვი; ქორეოგრაფი: გიორგი ქართველიშვილი.
მონაწილეობენ მსახიობები: ბაქარ დეისაძე, აბელ სოსელია, გიორგი ქართველიშვილი, ავთანდილ ჩიქვილაზე, ნინო შეყლაშვილი, ზაზა იოსებაშვილი, მანუჩარ ბეგალიშვილი.
„განსაკუთრებული ემოცია მაქვს დღეს „ცისფერი კოცონის“ მიმართ. დიდი პაუზის შემდეგ, ახალი სიცოცხლით, გაახლებული ვერსიით, მუსიკით, განათებით რენე კვლავ დაუბრუნდა სცენას. პიესა ფრანგი მწერლის, ჰექტორ მალოს ნაწარმოების, „უსახლკაროს“ მოტივზეა შექმნილი. მადლობა შემოქმედებით გუნდს. მიხარია, რომ პრემიერა წარმატებით შედგა“, – აცხადებს დამდგმელი რეჟისორი ეკატერინე სირაძე.
სპექტაკლი დაფინანსებულია კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ. თეატრი უკვე ემზადება შემდეგი პრემიერისთვის. რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა ახალ სპექტაკლზე დაიწყო მუშაობა.