ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში პრემიერა შედგა

18:44, 17.02.2023

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში პრემიერა შედგა.

ქუთაისელმა მეთოჯინეებმა წარმოადგინეს პიესა იოსებ გრიშაშვილის ლექსის მიხედვით – „ბაბაჯანას ქოშები“.

სპექტაკლის რეჟისორი თამაზ იმნაძეა, მხატვარი – ვახტანგ ქორიძე; სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: ნანა ოქროიანი, თინათინ ნემსაძე, თეა გეგეჭკორი, ნუნუ ქუთათელაძე, მზია მოსიძე, ზაზა იოსებაშვილი, ავთანდილ ჩიქვილაძე, მანუჩარ ბეგალიშვილი.

სპექტაკლის მთავარი ქარგა იოსებ გრიშაშვილის მიერ აღწერილი ძველი თბილისის ერთ-ერთი სურათია.

ქუთაისის თოჯინების თეატრის სცენა აცოცხლებს ქალაქურ ჩანახატებსა და ისტორიულ ემოციას.

ქუთაისის თოჯინების თეატრი 1946 წლის 31 დეკემბერს გაიხსნა და წელს 76 წლის გახდა.

მსგავსი