ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 20 ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია, ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, არჩილ მუკბანიანმა განუცხადა.
დირექტორის ინფორმაციით, პასუხებს შორის 13 პაციენტის, შვიდი კი კლინიკის მედპერსონალის გეგმური კვლევაა.
სამედიცინო დაწესებულებაში გასული 24 საათის განმავლობაში ცხელებით 11 პაციენტი შევიდა და კორონავირუსზე ანალიზს ყველას აუღებენ.