ქუთაისის აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ქუთაისის აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ქუთაისის აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, პორტუგალიისა და პოლონეთის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (ჯამში, 45 აბი და 14 კაფსულა), ფსიქოტროპული (14 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება „ჰაშიში“ (4.63 გრამი) გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.