ქუთაისის აეროპორტი რკინიგზის სადგურს მიმდინარე თვის ბოლომდე დაუკავშირდება
ქუთაისის აეროპორტი რკინიგზის სადგურს მიმდინარე თვის ბოლომდე დაუკავშირდება

ქუთაისის აეროპორტი რკინიგზის სადგურს მიმდინარე თვის ბოლომდე დაუკავშირდება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სადგურის მშენებლობა დასრულებულია და მგზავრების მიღებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

„სადგური, რომელიც მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება როგორც ქუთაისისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და მოსახლეობისთვის, ხელს შეუწყობს ქუთაისის აეროპორტში მობილობის ზრდას და მოგზაურებს აეროპორტთან წვდომას გაუადვილებს“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროში.

ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალ სადგურს „ინჟმშენი 96“ აშენებს. კომპანიასთან „საქართველოს რკინიგზას“ 1.247 მლნ-იანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული აქვს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სადგურის შენობა, როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერის. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. მოხდება ბაქანი #2-ის ამაღლება, კიბისა და პანდუსის მონტაჟის გათვალისწინებით. ბაქან #2-ზე მოეწყობა მოსაცდელი სივრცეები დეკორატიული სკამებითა და ნავესებით. ორივე ბაქანზე დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები (ტაბლოები). დაგეგმილია საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია და გაფართოება. ხიდზე დამონტაჟდება სამი ლიფტი, რომელიც უზრუნველყოფს შშმ პირთა დაუბრკოლებელ გადაადგილებას ბაქნებსა და რკინიგზის სადგურის შენობას შორის. რკინიგზასა და აეროპორტს შორის მგზავრებს ე.წ შატლები გადაიყვანენ.