ქუთაისიდან ბრიუსელის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება დაიწყო  
ქუთაისიდან ბრიუსელის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება დაიწყო  

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ ერთი ახალი ავიარეისი დღეს ბრიუსელში შესრულდა. ბელგიის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო.

პირველი რეისის მგზავრებს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ (Wizz Air) ქუთაისის საერთაშორისო ეტაპობრივად შვიდი ახალი მიმართულებით დაიწყო ფრენები – პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება. ამ დროისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.