ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-18 კმ-სა და 23-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-სა და 23-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.