ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 23-ე კმ-ზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 23-ე კმ-ზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 23-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ალპანა-მამისონის უღელტეხილზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.