ქუთაისელი გივი მარგველაშვილი ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა.
ქუთაისელი გივი მარგველაშვილი ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა.

23 ნოემბერს, უკრაინაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 23 ქვეყნის, 1 200-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

„ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. კიდევ ერთხელ მოვიპოვე ოქროს მედალი და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გავხდი“,- აცხადებს გივი მარგველაშვილი.

მეორე ადგილზე უკრაინელი, მესამეზე კი რუსი სპორტსმენი გავიდა.

გივი მარგველაშვილი, რამდენიმე დღის წინ, ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ექვსგზის ჩემპიონიც გახდა.