ისტორიული შედეგი ძალისმიერ სამჭიდში - თემურ სამხარაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ისტორიული შედეგი ძალისმიერ სამჭიდში - თემურ სამხარაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

შვედეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თემურ სამხარაძემ ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

შეჯიბრი სამ მოძრაობაში გაიმართა – ჩაჯდომა, წოლჭიმი და ამოწევა. გამარჯვებული საერთო შედეგების გათვალისწინებით გამოვლინდა.

ქართველმა სპორტსმენმა მძიმე წონაში საერთო ჯამში 912 კილო დაძლია. 20 წლის სამხარაძისთვის ეს პირველი მასშტაბური ტურნირი ოყო და ის გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.