ქურთული სამხედრო დაჯგუფება „ეროვნული თავდაცვის ძალები“ სირიის ქალაქი მანბიჯიდან გავიდა
ქურთული სამხედრო დაჯგუფება „ეროვნული თავდაცვის ძალები“ სირიის ქალაქი მანბიჯიდან გავიდა. დაჯგუფების ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მანბიჯის სამხედრო საბჭოს“ გადაწყვეტილებით, ქალაქი მანბიჯი „ეროვნული თავდაცვის ძალების“ ყველა წევრმა დატოვა.
განაცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქალაქი მანბიჯი ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან სწორედ ქურთულმა დანაყოფებმა გაათავისუფლეს, შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი სამხედრო მილიციის შექმნაში დაეხმარნენ.
ტელეკომპანია Al Mayadeen-ი მანბიჯიდან ქურთული „ეროვნული თავდაცვითი ძალების“ გასვლას თურქეთი-აშშ-ის შეთანხმებას უკავშირებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონში მოლაპარაკებები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართა. თურქეთი და აშშ მანბიჯის უსაფრთხოებას ერთად დაიცავენ.