დასრულდა მორიგი მატჩი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელშიც ერთმანეთს ტურნირის მთავარ ფავორიტად აღიარებული ბრაზილია შვეიცარიას შეხვდა. პირველ ტაიმში ბრაზილიამ მნიშვნელოვანი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, რაც გოლად გარდასახა კიდეც. მე-20 წუთზე ფელიპე კოუტინიომ საჯარიმოდან გადმოვარნილი ბურთი გააჩერა და შორეულ მაღალ კუთხეში აუღებელი დაარტყა – 1-0. ამის შემდეგ ბრაზილია თითქოს დაწყნარდა და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, შვეიცარიამ კი რამდენიმე მეტ-ნაკლებად საინტერესო შეტევა განახორციელა.
მეორე ტაიმში სიტუაცია დიდად არ შეცვლილა, თუმცა შვეიცარიელები მოედანზე უფრო მოტივირებულები გამოვიდნენ და მალე ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავური სტივენ ცუბერმა შეაგება და 1-1. ბრაზილია მატჩის მოსაგებად გაიწია, თუმცა ხან შვეიცარიელები იცავდნენ თავს კარგად, ხან მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებს იღბალი ღალატობდა. კარგი მომენტები გაუშვეს ხელიდან ნეიმარმა, კოუტინიომ, ფერნანდინიომ და ფირმინომ.
საბოლოოდ ფრე – 1-1, რომლითაც უფრო კმაყოფილი შვეიცარია დარჩა.
შემდეგ შეხვედრას ბრაზილია კოსტა-რიკასთან გამართავს, შვეიცარია კი სერბეთს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 22 ივნისს გაიმართება.
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!