Quartz - Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონების უმეტესობა, მფლობელის ადგილმდებარეობაზე ინფორმაციას Google-ს უგზავნის
Quartz - Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონების უმეტესობა, მფლობელის ადგილმდებარეობაზე ინფორმაციას Google-ს უგზავნის

Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონების უმეტესობა, მისი მფლობელის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას Google-ს უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა Quartz ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ანდროიდ სისტემაზე მომუშავე სმარტფონები მისი მფლობელის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას იმ შემთხვევაშიც აწვდის Google-ს, თუ მობილურ ტელეფონში გეოლოკაციის განსაზღვრის ფუნქცია გამორთულია. კერძოდ, ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემებს გზავნიდა ის მოწყობილობები, რომლებშიც ფონურ რეჟიმში Google Play Services აპლიკაცია ფუნქციონირებდა.

აღნიშნული პროგრამა კი, ანდროიდის სისტემით მომუშავე თითქმის ყველა ტელეფონში გვხვდება.

პუბლიკაციის საპასუხოდ, კომპანია Google-ში აცხადებენ, რომ მიღებული მონაცემები კომპანიის სერვერებზე არ ინახება და მომავალში ამ ფუნქციის გაუქმება იგეგმება.