დედაქალაქის სამ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

07:48, 01.02.2018

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის სამ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

„გლდანის რაიონის მოსახლეობა შეზღუდვა 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეეხება.

კერძოდ: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს. ასევე შეზღუდვა გავრცელდება 12:00 საათიდან 13:00 საათამდე გლდანის ხევის დასახლების მისახლეობაზე.
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ:
სოფელი დიღმის, დიღმის მასივის I კვარტლის, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩებზე. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცხინვალის ქუჩის მოსახლეობასაც.

ასევე ელექტრომომარაგება შეიზღუდება 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ყაზბეგის გამზირზე, მიცკევჩზე, ცაგარელისა და ბურძგლას ქუჩებზე.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება ისნის რაიონშიც. კერძოდ: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, ზახაროვის და არბოშიკის ქუჩებზე. “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი