„ქორთიარდ მარიოტთან“ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, არსებული ინფორმაციით, არიან დაკავებულები
„ქორთიარდ მარიოტთან“ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, არსებული ინფორმაციით, არიან დაკავებულები

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“, სადაც ოთხი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა მიმდინარეობდა, დაპირისპირება მოხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს უცნობი პირები დახვდნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.

ვითარების განმუხტვას სამართალდამცველები ცდილობდნენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის ოპოზიციის წევრები ზურა დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი.