გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის ბოლო ტურში „კარტახენათან“ შეხვედრამდე საკმაოდ უცნაური ჯილდო მიიღო – ის „ლევანტეს“ ყველაზე ჯანმრთელ მოთამაშედ აღიარეს.
„გიორგი ქოჩორაშვილმა „სიუტატ დე ვალენსიას“ სტადიონზე „ლევანტესა“ და „კარტახენას“ მატჩამდე ყველაზე ჯანმრთელი მოთამაშისთვის ASISA-ს დაწესებული ჯილდო მიიღო.
ექიმმა ხავიერ გომეს-ფერერმა ნახევარმცველს ჯილდო მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადასცა. ეს განსაკუთრებული მომენტი იყო მოთამაშისთვის, რომელიც თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს“, – წერია „ლევანტეს“ ოფიციალურ გვერდზე.
ASISA-მ, „ლევანტეს“ ოფიციალური სამედიცინო პროვაიდერი და სპონსორია, ამ ჯილდოს გადაცემა ტრადიციად 2015 წლიდან დაამკვიდრა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში „ლევანტემ“ „კარტახენა“ 3:0 დაამარცხა, გიორგი ქოჩორაშვილმა კი მეტოქეს 71-ე წუთზე გაუტანა და ლა ლიგა 2-ში ანგარიშზე მე-6 გოლი ჩაიწერა (პლუს 3 საგოლე გადაცემა).