ქოჩორაშვილმა დაისვენა, წიტაიშვილმა „მირანდესთან“ მაღალი შეფასება დაიმსახურა #1TVSPORT

23:15, 08.02.2025

გიორგი ქოჩორაშვილი „მალაგასთან“ გასვლით შეხვედრაში „ლევანტეს“ ვერ დაეხმარა. მიზეზი ტრავმაა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 26-ე ტურში ქართველი ნახევარმცველი რომ ვერ ითამაშებდა, წინასწარ იყო ცნობილი, რადგან „ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახსენა, რომ გიორგის კოჭი აწუხებდა.

ლიდერებში მყოფ „ლევანტეს“ ამ მატჩის მოგება ჰაერივით სჭირდებოდა და თამაში სასურველი სცენარით დაიწყო. 35-ე წუთზე ანგარიში პენალტით მარტინესმა გახსნა. „მალაგამ“ 68-ე წუთზე პასტორის გოლით წონასწორობა აღადგინა.

გიორგი წიტაიშვილმა კი 66 წუთი ითამაშა „გრანადაში“, რომელმაც შინ ერთ-ერთ ლიდერ „მირანდესს“ უმასპინძლა და ქულები წაართვა – 0:0. ქართველმა შემტევმა საკმაოდ მაღალი შეფასება 7,1 ქულა დაიმსახურა.

„ლევანტე“ 26 ტურის შემდეგ 43 ქულით ლა ლიგა 2-ში მე-6 პოზიციაზე, პლეი-ოფის ზონაშია, „გრანადა“ (41) კი მე-8 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი