ქოჩორაშვილმა „ბარსელონასთან“ ითამაშა - კატალონიელებმა „ლევანტესთან“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილი „ბარსელონას“ წინაააღმდეგ გამოჩნდა და ლა ლიგაში (ესპანეთის ჩემპიონატი) მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი იშვიათი მატჩი ჩაატარა. 

ლევანტემ“, სადაც ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, ლა ლიგის 36-ე ტურში „ბარსელონას“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 3:3. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები მესის (25) და პედრის (34) გოლებით პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, მელერომ (57) და მორალესმა (59) ანგარიში გაათანაბრეს. „ბარსელონამ“ იბრძოლა და დემბელემ (64) სტუმრები ისვე დააწინაურა, მაგრამ სერხიო ლეონიმ (83) სტუმრებს მესამეც გაუტანა – 3:3.

„ბარსელონამ“ 76 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა, მაგრამ ბოლო ოთხი მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და რა მთავარია, მადრიდის „ატლეტიკოს“ (77) და მადრიდის „რეალს“ (75) ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვთ და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონობის შანსი შეიმცირა. „ლევანტე“ კი 40 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა კომენტარი გააკეთა „ლევანტესთან“ ფრეს „განაჩენი“ უწოდა.

„ცუდი წინათგრძნობა მაქვს. ეს შედეგი ჩვენთვის თითქმის განაჩენია. მეორე ტაიმი არც ისე კარგად ვითამაშეთ, რაც ჩვენი ბრალია. ბოლო მატჩებში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ბევრი ქულა დავკარგეთ“, – განაცხადა ბუსკეტსმა.

გიორგი ქოჩორაშვილილევანტესსათადარიგოებში იყო და მოედანზე 90-ე წუთზე გამოჩნდა – 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ხოსე ლუის მორალესი შეცვალა. გიორგიმ მიმდინარე სეზონში „ლევანტეს“ ფორმით მეოთხე მეორე შეხვედრა ჩაატარა – მეორე ლა ლიგაში, ორიც ესპანეთის თასზეც ითამაშა, სადაც „მურსიას“ გაუტანა.