ქოჩორაშვილის „სევილია“ ლა ლიგის ოთხეულშია #1TVSPORT

00:07, 17.09.2026

გიორგი ქოჩორაშვილის „სევილია“ ლა ლიგაში „დეპორტივო ლა კორუნიას“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

ქართველი ნახევარმცველი ამჯერად სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მატჩის მიწურულს, 81-ე წუთზე გამოჩნდა. შეხვედრაში ორი საკვანძო მომენტი იყო – 52-ე წუთზე ანგარიში სიერამ გახსნა, შვიდ წუთში კი მასპინძლებს ანხელინო გაუძევეს და „დეპორტივომ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

ეს „სევილიასთვის“ ზედიზედ მეორე გამარჯვება იყო – შედეგად 6 ტურის შემდეგ გუნდმა 13 ქულა დააგროვა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე გადავიდა.

მსგავსი