ქობულეთში დღეს 1487 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, მათგან საეჭვო ერთი მოქალაქე აღმოჩნდა
ქობულეთში დღეს 1487 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, მათგან საეჭვო ერთი მოქალაქე აღმოჩნდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკინრინგი ჯამში 15 117 ადამიანს ჩაუტარდა.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, დღეს ქალაქ ქობულეთში თერმოსკრინინგით 1487 ადამიანი შემოწმდა. მათგან საეჭვო ერთი ადამიანის სიმპტომი აღმოჩნდა, რომელზეც ექიმები მეთვალყურეობას აგრძელებენ.

ქობულეთის გარდა, თერმოსკრინინგით შემოწმდა ოჩხამურის 270 მაცხოვრებელი. მუნიციპალიტეტში დღეს, საერთო ჯამში, 1757 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი.