ქობულეთის „შუქურა“ კვლავ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. 29-ე ტურის შეხვედრაში გუნდი თბილისში ერთ-ერთ ლიდერს, „სპაერს“ ესტუმრა და მატჩი ფრედ დაასრულა – 0:0.
ეს ქულა საკმარისი აღმოჩნდა, რომ რეზო გოცირიძის გუნდი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულიყო – დარჩენილია 3 ტური და ვერც ერთი კონკურენტი „შუქურას“ ვეღარ გადაასწრებს.
ტურის მეორე მატჩი „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ გაიმართა, სადაც „სამტრედიამ“ ერთ-ერთ აუტსაიდერს, „რუსთავს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი სტუმართა კარში 27-ე წუთზე გამოცდილმა თავდამსხმელმა დათო კირკიტაძემ გაიტანა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებისთვის მებრძოლ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ეროვნული ლიგა 2
1. შუქურა 54 ქულა
2. სპაერი 42
3. სამტრედია 42
4. მერანი მრ. 39
5. მერანი თბ. 34
6. გარეჯი 30
7. რუსთავი 20
8. ვიტ ჯორჯია 18