ქობულეთის „შუქურა“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურა“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურა“ კვლავ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. 29-ე ტურის შეხვედრაში გუნდი თბილისში ერთ-ერთ ლიდერს, „სპაერს“ ესტუმრა და მატჩი ფრედ დაასრულა – 0:0.

ეს ქულა საკმარისი აღმოჩნდა, რომ რეზო გოცირიძის გუნდი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულიყო – დარჩენილია 3 ტური და ვერც ერთი კონკურენტი „შუქურას“ ვეღარ გადაასწრებს.

ტურის მეორე მატჩი „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ გაიმართა, სადაც „სამტრედიამ“ ერთ-ერთ აუტსაიდერს, „რუსთავს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი სტუმართა კარში 27-ე წუთზე გამოცდილმა თავდამსხმელმა დათო კირკიტაძემ გაიტანა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებისთვის მებრძოლ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ეროვნული ლიგა 2

1. შუქურა 54 ქულა

2. სპაერი 42

3. სამტრედია 42

4. მერანი მრ. 39

5. მერანი თბ. 34

6. გარეჯი 30

7. რუსთავი 20

8. ვიტ ჯორჯია 18