ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში თვითიზოლაციის პერიოდი ყველა მოქალაქემ დაასრულა, რეგიონში კვლავ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში თვითიზოლაციის პერიოდი ყველა მოქალაქემ დაასრულა, რეგიონში კვლავ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, თვითიზოლაციის რეჟიმიდან გათავისუფლებულია ყველა მოქალაქე. დღეს სოფელ ლეღვასა და მუხაესტატეში ბოლო 50 ადამიანს ამოეწურა თვითიზოლაციის პერიოდი. ისინი ცხოვრებას გააგრძელებენ ჩვეულებრივ რეჟიმში, თუმცა დაემორჩილებიან საკარანტინო პირობებს.

„არცერთ სოფელში აღარ გვყავს ადამიანები თვითიზოლაციაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იქ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდება. ეს სოფლები კვლავ რჩება რისკის ზონად. თვითიზოლაციაში რჩებიან ადამიანები ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების რაოდენობა 550-ს აჭარბებს, ვირუსი 37-ს დაუდასტურდა, თუმცა მათგან ხუთი უკვე გამოჯანმრთელდა.