ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრები სირიის ქალაქ დუმაში არ შეუშვეს
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრები სირიის ქალაქ დუმაში არ შეუშვეს, – ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
OPCW-ს წევრები სირიაში შაბათს ჩავიდნენ. ისინი ქალაქ დუმაში გამგზავრებას გეგმავდნენ. ეს სწორედ ის ქალაქია, სადაც 7 აპრილს ქიმიური თავდასხმა განხორციელდა.
ბრიტანული მხარის ინფორმაციით, ინსპექტორებმა ქალაქამდე მისვლა ვერ მოახერხეს, რადგან რუსებმა და სირიელებმა მათ უსაფრთხოების გარანტია ვერ მისცეს.
შეგახსენებთ, სირიის ქალაქ დუმაზე ქიმიური თავდასხმა 7 აპრილს განხორციელდა, რომლის შედეგადაც ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. დასავლეთის ქვეყნები ქიმიურ თავდასხმაში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს ადანაშაულებენ. ქიმიურ თავდასახმაზე საპასუხოდ ამერიკამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა სირიაზე ავიაიერიში განახორციელეს.