ქეთევან გორჯესტანი - სალომე ზურაბიშვილი საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, გრიგოლ ვაშაძე კი რუსეთის მოქალაქეობას არ თმობდა
ქეთევან გორჯესტანი - სალომე ზურაბიშვილი საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, გრიგოლ ვაშაძე კი რუსეთის მოქალაქეობას არ თმობდა

სალომე ზურაბიშვილი საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, გრიგოლ ვაშაძე კი რუსეთის მოქალაქეობას არ თმობდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა, ქეთევან გორჯესტანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა.

ფრან­გუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის, France 24-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ქეთევან გორჯესტანი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის საფრანგეთის მოქალაქეობა დათმო, მისი ოპონენტის კარიერა კი, საბჭოთა კავშირს უკავშირდება, რაც მის კავშირებზე ეჭვსაც აღარ ტოვებს.

„ჯერ კიდევ არ შემიძლია ავხსნა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები. არ შემიძლია ავხსნა, როგორ უნდა ისაუბრო ამაზე. დავივიწყოთ, რომ ის დედაჩემია. მან 30 წელზე მეტი იმუშავა საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში. მუშაობდა ევროკავშირთან, ნატო-სთან და გაერო-სთან. დათმო დიპლომატიური კარიერა, რომ ემსახურა თავისი ქვეყნისთვის. მისი ოპონენტი კი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უარს ამბობდა რუსეთის მოქალაქეობის დათმობაზე იმის მიუხედავად, რომ ეს ორი ქვეყანა ომში იყვნენ. მის საარჩევნო კამპანიას რუსული პიარ- ჯგუფი ხელმძღვანელობს. მუშაობენ სიძულვილის ენით, ყალბი ამბებით, რასაც რუსეთი იყენებს მსოფლიოში არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად. ახლა  ვაშაძე ამბობს, რომ დააბრუნებს ხელისუფლებას, რომელიც ქართველებს წლების განმავლობაში ატერორებდა“, – წერს ქეთევან გორჯესტანი და აღნიშნავს, რომ არჩევნებში არის ერთადერთი პროდასავლური და პროევროპული კანდიდატი, რომლის ცხოვრებაც და კარიერაც ამაზე მეტყველებს.