ქეთევან დუმბაძე - კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურის მომხრე ვარ, რადგან ძალიან გამოცდილი მინისტრი და არაჩვეულებრივი მენეჯერია
ქეთევან დუმბაძე - კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურის მომხრე ვარ, რადგან ძალიან გამოცდილი მინისტრი და არაჩვეულებრივი მენეჯერია

ამ კანდიდატურის მომხრე ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ თეა წულუკიანი არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, გამოცდილი მინისტრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქეთევან დუმბაძემ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თეა წულუკიანმა რვა წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არაჩვეულებრივი მენეჯერია.

„ჯერჯერობით მხოლოდ ეს კანდიდატურაა დასახელებული. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, ამ კანდიდატურის მომხრე ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ თეა წულუკიანი არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, გამოცდილი მინისტრი. ორთვე-ნახევარი, რაც ჩვენ ერთად ვიმუშავეთ კომიტეტში, ეს უფლებას მაძლევს ვთქვა, რომ ის ძალიან კარგი მინისტრი იქნება, სწორ მიმართულებებს, მესიჯებს და სწორ შეხვედრებს აკეთებს. იგი არის არაჩვეულებრივი მენეჯერი და რვა წლის განმავლობაში მან ეს ნამდვილად დაამტკიცა, როცა იყო იუსტიციის სამინისტროში. ის სფეროები, რომელიც მას ეხებოდა, ძალიან დავარცხნილი და დალაგებულია“, – განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.

კითხვაზე: „განიხილება თუ არა „ქართული ოცნების“ ჯგუფში თეა წულუკიანის კანდიდატურა“, დუმბაძემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით განხილვა არ ყოფილა.

„არა. ჯერ ეს განხილვა არ ყოფილა. ჩვენს დონეზე არ ყოფილა. ალბათ მთავრობა წარადგენს, წესი ასეთია. ჯერჯერობით პარტლამენტში განიხილება მხოლოდ კულტურის სამინისტროს გამოყოფის თემა. ჯერ მხოლოდ გამოყოფის თემა დამტკიცდება სამი მოსმენით. შემდეგ მინისტრის კანდიდატურას დაასახელებს პრემიერ-მინისტრი. არ ვიცი, ამასობაში გაჩნდება თუ არა კიდევ ვინმე, სხვა კანდიდატურა. ინფორმაცია უფრო მედიიდან მაქვს, რადგან ამის განხილვა ჩვენს დონეზე ნამდვილად არ ყოფილა“, – განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.