ქეთევან ციხელაშვილმა გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა
ქეთევან ციხელაშვილმა გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილმა ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა.

ქეთევან ციხელაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის მიმართ.

მისი თქმით, ახლა მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს მისი გარდაცვალების რეალური გარემოებები.

ციხელაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების საშუალება არსებობს, რათა პასუხი გაეცეს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტის გარშემო არსებულ კითხვებს.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ირაკლი კვარაცხელიას საკითხი უკვე იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა და ეს თემა მომდევნო კვირას მოსკოვში იქნება განხილული, სადაც თანათავმჯდომარეები მიემგზავრებიან.

სენაკში სახელმწიფო მინისტრთან ერთად სამძიმარზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.