ქეთევან ციხელაშვილმა ესტონეთის ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა ესტონეთის წარმომადგენლებს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა. ხაზი გაესვა, ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას. აღინიშნა, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაციის შესახებ და დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ინიციატივის განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსაც. ქეთევან ციხელაშვილმა სტუმრებს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.