ქეთევან ციხელაშვილი - ყველა ბერკეტია გამოყენებული, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდეს
ქეთევან ციხელაშვილი - ყველა ბერკეტია გამოყენებული, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდეს

ყველა ბერკეტი გახლავთ ჩართული იმისთვის, რომ მოხერხდეს ცხედრის გადმოსვენება და დაკავებული ბიჭების გათავისუფლება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტატუნაშვილის საკითხი საერთაშორისო კომუნიკაციის დროს მთავარი თემაა.

„ჩემი ჩამოსვლით მინდა, ოჯახის მიმართ თანაგრძნობა გამოვხატო. ნამდვილად არიან ოსები, რომელთაც ასეთი ვითარება აშფოთებთ, მიიჩნევენ, რომ ეს არის გაუმართლებელი მოქმედება, როდესაც ამხელა ტრაგედიის მერე ოჯახისთვის ცხედრის გადმოცემა ჭიანურდება.

რაც შეეხება ახლა არსებულ ვითარებას, ყველა ბერკეტი გახლავთ ჩართული იმისთვის, რომ მოხერხდეს ცხედრის გადმოსვენება, დაკავებული ბიჭების გათავისუფლება და საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. ეს საკითხი ჩვენს საერთაშორისო კომუნიკაციაში მთავარი თემაა“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.