ქეთევან ციხელაშვილი სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა
ქეთევან ციხელაშვილი სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებებში სახელმწიფო ენის პრობლემა დგას, რის გამოც რუსულენოვანი მედიასაშუალებების მხრიდან, ხშირად ხდება სხვადასხვა სტერეოტიპების პროპაგანდა.

„ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან, ევროკავშირისა და ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ჩვენ პერიოდულად ვხვდებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რათა მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.