ქეთევან ციხელაშვილი - საქართველო მზად არის, დიდი პასუხისმგებლობა აიღოს და ნატო-ს წევრი გახდეს
ქეთევან ციხელაშვილი - საქართველო მზად არის, დიდი პასუხისმგებლობა აიღოს და ნატო-ს წევრი გახდეს

საქართველო მზად არის, დიდი პასუხიმგებლობა აიღოს და ნატო-ს წევრი გახდეს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, სადაც პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ამ თარიღს ნატო-ს ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება.

მისი თქმით, საქართველოს არ სურს, იყოს მხოლოდ მომხმარებელი, არამედ – იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძლიერი პარტნიორი და კონტრიბუტორი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების კურსი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებამდე მიიყვანს.

ციხელაშვილის თქმით, ამ რეფორმების კურსს საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.