ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა
ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და სამშვიდობო ინიციატივას.

​სახელმწიფო მინისტრმა სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განხორციელებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გააცნო და იმ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომელიც სამშვიდობო ინიციატივითაა გათვალისწინებული, მიზნად კი ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და მათი ჰუმანიტარული კრიზისიდან გამოყვანას ისახავს.

ოივო კლაართან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე ჟენევის დისკუსიები, დღის წესრიგში არსებული საკითხები და მიღწეული პროგრესი იყო. მხარეებმა შეხვედრის დროს ხაზი გაუსვეს ჟენევის დისკუსიების დი მნიშვნელობას.