ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის არაადამიანური წამებისა და მკვლელობის ფაქტზე ყველა ინსტრუმენტია ამოქმედებული
ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის არაადამიანური წამებისა და მკვლელობის ფაქტზე ყველა ინსტრუმენტია ამოქმედებული

არჩილ ტატუნაშვილის არაადამიანური წამებისა და მკვლელობის ფაქტზე ყველა ინსტრუმენტია ამოქმედებული, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ამოცანა არის დამნაშავეების დასჯა და ეს ამოცანა მიზნის მიღწევამდე იქნება დღის წესრიგში.

„არჩილ ტატუნაშვილის არაადამიანური წამებისა და მკვლელობის ფაქტზე ცხადია, ყველა ინსტრუმენტი არის ამოქმედებული, მათ შორის სამართლებრივი. ბრალდებულები იძებნებიან ინტერპოლის წითელი ცირკულარით. საქართველომ აგვისტოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომლის საფუძველს წარმოადგენს არჩილ ტატუნაშვილს, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები, ასევე სხვა მძიმე შემთხვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ათი წლის განმავლობაში. ასევე არის გამოყენებული მოლაპარაკებების ფორმატი და დიპლომატიური რესურსები. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ყველა მექანიზმით ძალისხმევას იმისთვის, რომ აღსრულდეს სამართლიანობა”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.