ქეთევან ციხელაშვილი - ადამიანების მძევლად აყვანა, ჩაკეტვა და სრული იზოლირება არაფრით არ არის გამართლებული
ქეთევან ციხელაშვილი - ადამიანების მძევლად აყვანა, ჩაკეტვა და სრული იზოლირება არაფრით არ არის გამართლებული

ჩემი ყოველდღიური მუშაობა იქითკენაა მიმართული, რომ მოძრაობა ახალგორის მიმართულებითაც გაიხსნას, – ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილ ე.წ. გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით გააკეთა, რის გამოც გადაადგილება უკვე 27-ე დღეა, შეზღუდულია.

„გადაადგილების თავისუფლების ამ აბსოლუტურად უსაფუძვლო და აბსურდული შეზღუდვით მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში თითქმის ერთი თვეა ტყვეობაშია. განსაკუთრებით ის ოჯახები, რომლებიც მცირე ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი. დე ფაქტო გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირსა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებლებს კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ ადამიანს უფლებებთან მიმართებაში პასუხისმგებლობისაგან თავისუფალი არავინაა. დღეს რაც ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში კვლავ გრძელდება, სრულიად დაუშვებელია. ადამიანების მძევლად აყვანა, ჩაკეტვა და სრული იზოლირება არაფრით არაა გამართლებული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტები 11 იანვარს ჩაიკეტა. მდინარე ენგურთან მდებარე ე.წ. გამშვებ პუნქტი გუშინ, 5 თებერვალს გაიხსნა.