ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ სამშვიდობო პროგრამის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ თვალსაზრისით, ბევრი სიახლეა
ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ სამშვიდობო პროგრამის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ თვალსაზრისით, ბევრი სიახლეა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სახელმწიფო სამშვიდობო პროგრამის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ თვალსაზრისით, ბევრი სიახლეა და პირველი წარმატებები არსებობს.

როგორც ჟურნალისტებს ციხელაშვილმა განუცხადა, პროგრამის მიმდინარეობის თაობაზე დეპუტატებს დღეს დეტალურ ინფორმაციას წარუდგენს.

„საქართველო არ არის სტანდარტულ ვითარებაში. მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ, მუდმივი პროვოკაციების ფონზე, როგორიც იყო ბოლო ეპიზოდი ატოცში. ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა, დიდი გონიერება, მუდმივი მოქმედება და უფრო აქტიური პოლიტიკა გვმართებს, რათა საბოლოო ჯამში წარმატებას მივაღწიოთ. საქართველოში ოკუპაციასთან შერიგებას არავინ აპირებს, მაგრამ ვაპირებთ საზოგადოების შერიგებას, რომელიც დღეს საოკუპაციო ხაზით არის გაყოფილი“, – განაცხადა ციხელაშვილმა.