ქეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობას ტოვებს
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, რათა მეტი დრო დაუთმოს თავის ორ შვილს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია.
„სიმართლე ის არის, რომ ჩემი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, თეთრ სახლში დაბრუნების დღიდან ვგრძნობდი, რომ ვერ ვიქნებოდი ისეთი კარგი დედა, როგორსაც ჩემი ორი მცირეწლოვანი შვილი იმსახურებს, რადგან თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობა მუდმივ დროს, ენერგიასა და ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, საბოლოოდ მივიღე ეს ტკბილ-მწარე გადაწყვეტილება, დავტოვო თეთრი სახლი და ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო“, – აღნიშნა ლევიტმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მისდამი გამოჩენილი „განსაკუთრებული ნდობისთვის”.
თავად ტრამპმაც საკუთარ სოციალურ ქსელში ლევიტს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ის „თეთრი სახლის ნამდვილ ლიდერად“ მოიხსენია. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის გახდება „ერთ-ერთი მთავარი საგარეო მრჩეველი და გავლენიანი ფიგურა რესპუბლიკურ პარტიაში“. ტრამპს არ განუცხადებია, ვინ შეცვლის ლევიტს თანამდებობაზე.
თეთრი სახლის პრესსპიკერი თანამდებობას ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს დატოვებს.
Serving as the White House Press Secretary over the past year and a half has been the honor and adventure of a lifetime. I am incredibly grateful to President Trump for granting me so many extraordinary opportunities, such as working in the West Wing and spending countless hours… https://t.co/4jyW61DGGh pic.twitter.com/xny1yccuBn
— Karoline Leavitt (@karolineleavitt) August 12, 2026