ქერჩში აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალური მოსკოვი ერთ-ერთ ვერსიად ტერაქტს განიხილავს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ ქერჩში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალური მოსკოვი ერთ-ერთ ვერსიად ტერაქტს განიხილავს.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოლეჯში ბუნებრივი აირი აფეთქდა. თუმცა მოგვიანებით ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ კოლეჯის ტერიტორიაზე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
რუსეთის მიერ ანექსირებული ქერჩის ერთ-ერთ კოლეჯში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ათი ადამიანი, 50-მდე კი, ჰოსპიტალიზებულია. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობს პოლიცია.