ქერჩის კოლეჯში აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ადგილზე მომუშავე გამომძიებლები ამბობენ, რომ კოლეჯის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
რუსეთის მიერ ანექსირებული ქერჩის ერთ-ერთ კოლეჯში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ათი ადამიანი, 50-მდე კი, ჰოსპიტალიზებულია. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
პოლიცია ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობს.