ქელამ სკინერმა სპორტული კარიერა დაასრულა
RIO DE JANEIRO, BRAZIL - AUGUST 16: Callum Skinner of Great Britain and Christos Volikakis of Greece compete during the Men's Keirin First Round Repechages - Heat 4 on Day 11 of the Rio 2016 Olympic Games at the Rio Olympic Velodrome on August 16, 2016 in Rio de Janeiro, Brazil. (Photo by Bryn Lennon/Getty Images)
2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონმა და ვერცხლის მედალოსანმა, ბრიტანელმა ველომრბოლელმა ქელამ სკინერმა (Callum Skinner) სპორტიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. ოქროს მედალი ბრაზილიაში მან გუნდურ შეჯიბრში მოიპოვა, ვერცხლი კი ინდივიდუალურში.
„დღეს მინდა გამოვაცხადო, რომ ჩემს ველოკარიერას ვასრულებ“, – დაწერა სკინერმა სოციალურ მედიაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 26 წლის სპოსტსმენს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც გარკვეული პაუზა ჰქონდა აღებული და, მიუხედავად იმისა, რომ მისივე განცადებით ახლა უკვე სრულად არის გამოჯანმრთელებული, დიდი სპორტს მაინც ტოვებს.