ქეი ბეილი ჰატჩისონი - აშშ მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს მომავალი წევრი
ქეი ბეილი ჰატჩისონი - აშშ მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს მომავალი წევრი

აშშ მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს მომავალი წევრი, – ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა.

ქეი ბეილი ჰატჩისონმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე უკრაინას პროგრესი აქვს.

„უკრაინა ატარებს რეფორმებს, რათა დააკმაყოფილოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კრიტერიუმები, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“,- განაცხადა ჰატჩისონმა.

აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს რეფორმები და დაუმტკიცოს პარტნიორებს, რომ უკრაინის სასამართლო დამოუკიდებელია, ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცულია და კორუფციის აღმოფხვრას საკანონმდებლო ბაზა ამყარებს.

ამერიკელი დიპლომატი მიესალმება უკრაინელების არჩევანს და სურვილს, რომ ქვეყანა ნატო-ს მომავალი წევრი გახდეს და არ იყოს დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზეჰატჩისონმა იმედი გამოთქვა, რომ მინისტრების დონეზე ნატო-უკრაინის სხდომის ჩატარება ახლო მომავალში შესაძლებელი გახდება, რისთვისაც საჭიროა, რომ უნგრეთმა ნატო-უკრაინის სხდომების დაბლოკვაზე უარი თქვას.

ელჩის განცხადებით, აშშ ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს.

27 აპრილს ბრიუსელში ასპირანტ ქვეყნებზე იმსჯელებენ. ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ამბობენ, რომ ორგანიზაცია ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება.